AI კონსულტანტი კლინიკისთვის
პაციენტი ჯერ ეძებს, სად გაიკეთოს კვლევა, რა ღირს და როდის იღებს ექიმი. კონსულტანტი ამ კითხვებს იქვე პასუხობს, სადაც ადამიანი ჯანმრთელობის ამბებს კითხულობს.
რას ეკითხებიან ყველაზე ხშირად
- კეთდება თუ არა თქვენთან მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა და რა ღირს?
- რომელ დღეებში იღებს კარდიოლოგი?
- მუშაობთ თუ არა დაზღვევით ან სახელმწიფო პროგრამით?
- სად მდებარეობთ და როგორ მოვიდე?
- როგორ ჩავეწერო და მოვიდე თუ არა უზმოზე?
რას პასუხობს კონსულტანტი
კონსულტანტი პასუხობს თქვენი სერვისების სიით, ფასებით, მისამართებითა და პაციენტისთვის განკუთვნილი ინსტრუქციებით. თუ მას თქვენს სისტემას დავუკავშირებთ, ექიმების განრიგს რეალურ დროში შეამოწმებს. პასუხის შემდეგ აჩენს ღილაკს ჩაწერის, სერვისის ან კონტაქტის გვერდზე.
მაგალითი, გამოგონილი კლინიკისთვის
მკითხველიკარდიოლოგთან ამ კვირაში თუ შეიძლება მისვლა?
კონსულტანტიკარდიოლოგი ამ კვირაში სამშაბათსა და ხუთშაბათს იღებს. ქვემოთ ღილაკით თავისუფალ საათებს ნახავთ და იქვე ჩაეწერებით.
კლინიკისთვის მნიშვნელოვანი წესები
- დიაგნოზს არ სვამს და მკურნალობას არ ურჩევს. სიმპტომებზე კითხვისას პაციენტს ექიმთან ჩაწერას სთავაზობს.
- ფასს და სერვისს არ იგონებს: რაც თქვენს მასალაში ან სისტემაში არ არის, იმას არ ასახელებს.
- პაციენტის პირად ან სამედიცინო მონაცემებს არ აგროვებს: ჩაწერა თქვენს საიტზე ხდება.
- სხვა კლინიკებს არ ადარებს და არ აკნინებს.
სად ხვდება პაციენტს
პარტნიორ საიტებზე, სადაც ადამიანი ჯანმრთელობის ამბებსა და რჩევებს კითხულობს. თვიური პაკეტით შეგიძლიათ აიღოთ ექსკლუზიური ადგილი კონკრეტულ განყოფილებაში. სხვა შემთხვევაში იხდით მხოლოდ შემდგარ საუბარში: 5 ₾. თქვენს საკუთარ საიტზე საუბარი ნახევარ ფასად, 2.50 ₾ ღირს.
ნახეთ, როგორ ისაუბრებს თქვენი კონსულტანტი
დაელაპარაკეთ დემო ავატარს ან დაგვიტოვეთ ნომერი: თქვენი მასალით აწყობილ სატესტო ავატარს 48 საათში გაჩვენებთ.