დამატებითი შემოსავალი თქვენი საიტისთვის
AI ავატარი ახალი სარეკლამო ადგილია. ის ეკრანის კუთხეში დგას, არსებულ ბანერებს ადგილს არ ართმევს, ყოველ შემდგარ საუბარზე კი თქვენ გამოიმუშავებთ.
რამდენს გამოიმუშავებთ
- თქვენი წილი ყოველ შემდგარ საუბარზე2.12 ₾
- დამფუძნებელი საიტები, პირველ 6 თვეში2.54 ₾
- ჩართვა და მომსახურება0 ₾
წილი საუბრის ფასის 50%-ია დღგ-ის გარეშე, დამფუძნებელი საიტებისთვის კი 60%. დღგ-ის გადამხდელ საიტს წილზე დღგ ემატება. წინა თვის თანხა ირიცხება 30-დღიანი შემოწმების შემდეგ, 50 ₾-დან. საკუთარი საიტის შემოსავალი გამოთვალეთ მთავარი გვერდის კალკულატორით.
შემოსავალი დამოკიდებულია მკითხველის ჩართულობასა და ქსელში მიმდინარე კამპანიებზე. ზუსტ ციფრს პირველი თვის შემდეგ გაჩვენებთ.
ჩართვა ხუთ წუთში
გვერდზე ჩასვით კოდის ერთი ხაზი. სკრიპტი ორ კილობაიტამდეა და გვერდის ჩატვირთვას არ აფერხებს. ჩართვაში ჩვენი გუნდი უფასოდ დაგეხმარებათ.
<script async src="https://avatar.news.ge/embed.js" data-site="თქვენი-საიტის-კოდი"></script>
კონტროლი თქვენს ხელშია
- თქვენ წყვეტთ, რომელ განყოფილებებში გამოჩნდეს ავატარი.
- შეგიძლიათ დაბლოკოთ სფეროები, რომელთა კომპანიებიც თქვენს საიტზე არ გინდათ.
- ირჩევთ, იდგეს მარცხნივ თუ მარჯვნივ და გამოჩნდეს თუ არა ტელეფონზე.
- აწესებთ, რამდენი ფასიანი საუბარი დაიშვას დღეში.
- სენსიტიურ სტატიაში ავატარი ერთი ხაზით ითიშება:
<meta name="avatar-network" content="off">
თქვენი მკითხველი დაცულია
- ავატარი თავისით არასდროს ლაპარაკობს. საუბარი მკითხველის დაჭერით იწყება, მიკროფონი კი მხოლოდ მისი ნებართვით ირთვება.
- ავატარი მონიშნულია, როგორც რეკლამა, და თავად ამბობს, რომ AI ასისტენტია.
- „ד ღილაკი ავატარს პატარა წრედ კეცავს მთელი ვიზიტის განმავლობაში.
- ქსელი საუბრის ჩანაწერსა და ტექსტს არ ინახავს. აღირიცხება მხოლოდ ხანგრძლივობა, კითხვების რაოდენობა და IP მისამართის ანონიმური კოდი, რომლითაც დღიური ლიმიტი ითვლება.
ვის ერგება
საინფორმაციო საიტებს, ბლოგებსა და თემატურ პორტალებს, სადაც მკითხველი გადაწყვეტილებას იღებს: უძრავი ქონება, ფინანსები, ავტომობილები, ჯანმრთელობა, მოგზაურობა. რაც უფრო ახლოსაა სტატიის თემა კომპანიის პროდუქტთან, მით უფრო ხშირად იწყება საუბარი.
ნახეთ, როგორ ისაუბრებს თქვენი კონსულტანტი
დაელაპარაკეთ დემო ავატარს ან დაგვიტოვეთ ნომერი: თქვენი მასალით აწყობილ სატესტო ავატარს 48 საათში გაჩვენებთ.