AI კონსულტანტი თქვენი კომპანიისთვის

სახე, ხმა და თქვენი კომპანიის ცოდნა. კონსულტანტი მომხმარებელს იქ ხვდება, სადაც ის სტატიას კითხულობს, და მის კითხვას მაშინვე პასუხობს.

რას აკეთებს კონსულტანტი

  • პასუხობს ხმით, ქართულად. მომხმარებელს კითხვის დაწერაც შეუძლია, მაშინ პასუხიც წერილობითია.
  • საუბრობს მხოლოდ თქვენი მასალით: პროდუქტები, ფასები, პირობები, ფილიალები, ხშირად დასმული კითხვები.
  • კითხვის თემის მიხედვით აჩენს ღილაკს, რომელიც მომხმარებელს თქვენი საიტის საჭირო გვერდზე გადაიყვანს: განაცხადზე, კატალოგზე, ფილიალების რუკაზე.
  • სურვილისამებრ უკავშირდება თქვენს სისტემას და მარაგს, ფასს ან სამუშაო საათებს რეალურ დროში ამოწმებს.
  • დგას ყველა პარტნიორ საიტზე ერთდროულად და მუშაობს დღე-ღამე. მისი დაყენება თქვენს საკუთარ საიტზეც შეიძლება.

რა ღირს

ჩვენება უფასოა. იხდით მხოლოდ შემდგარ საუბარში: როცა მომხმარებელმა თავად დაიწყო საუბარი, დასვა კითხვა, მიიღო პასუხი და საუბარი 10 წამზე მეტხანს გაგრძელდა.

  • შემდგარი საუბარი5 ₾
  • თვეში 1 000 საუბრიდან ან 6-თვიანი კონტრაქტით4 ₾
  • თქვენს საკუთარ საიტზე2.50 ₾
  • ექსკლუზიური ადგილი საიტზე ან განყოფილებაში650 ₾-დან / თვე

ფასები დღგ-ის ჩათვლითაა. 1 000 ₾ = 200 საუბარი, თითოეული 2 წუთამდე. ჩართვა და მორგება უფასოა. როგორ ითვლება საუბარი, ვრცლად წერია სტატიაში „ფასი შემდგარ საუბარზე“.

როგორ დავიწყოთ

  1. დაგვიტოვეთ ნომერი. ქსელის მენეჯერი ერთ სამუშაო დღეში დაგირეკავთ და გაარკვევს, რა უნდა იცოდეს თქვენმა კონსულტანტმა.
  2. მოგვაწოდეთ მასალა. კომპანიის აღწერა, პროდუქტები, პირობები და ხშირი კითხვები ტექსტად, ასევე ლოგო, საიტის მისამართი და სასურველი გვერდების ბმულები.
  3. ნახეთ სატესტო ავატარი. თქვენი მასალით აწყობილი კონსულტანტი 48 საათში მზადდება. ესაუბრებით და ასწორებთ, რაც საჭიროა.
  4. დაამტკიცეთ. ყოველ ვერსიას ქსელის მენეჯერიც ამოწმებს. ამის შემდეგ კონსულტანტი პარტნიორ საიტებზე გადის.

სახე და ხმა

აირჩიეთ 7 მზა პერსონაჟიდან: ნინო, თამარი, დავითი, გიორგი, ლევანი, ლუკა და გურამი. თითოეულს საკუთარი ხმა აქვს, სახელის შეცვლა კი შეიძლება. საკუთარი, ინდივიდუალური სახის ავატარი ჯერ არ კეთდება.

წესები, რომლებიც თქვენს ბრენდს იცავს

  • ფასს, ფასდაკლებას, მისამართსა და პირობას არ იგონებს: რაც მასალაში არ წერია, იმას არ ასახელებს.
  • პოლიტიკაზე არ საუბრობს, კონკურენტებს არ ადარებს და არ აკნინებს.
  • კომპანიის სახელით არ იძლევა იურიდიულ, სამედიცინო ან ფინანსურ რჩევას.
  • ღიად ამბობს, რომ AI ასისტენტია და რომ ეს რეკლამაა.
  • თავისით არასდროს იწყებს საუბარს: მომხმარებელი თავად აჭერს ღილაკს.

კამპანიის მართვა და ანგარიში

კამპანიას შეგიძლიათ დაუწესოთ დღიური და საერთო ბიუჯეტი, აირჩიოთ საათები, დღეები და მოწყობილობები. ერთი მომხმარებლის საუბრების რაოდენობა დღეში შეზღუდულია. ქსელი აღრიცხავს ჩვენებებს, დაწყებულ და შემდგარ საუბრებს და თქვენს საიტზე გადასვლებს. ანგარიშს ქსელის მენეჯერი გიგზავნით.

ნახეთ, როგორ ისაუბრებს თქვენი კონსულტანტი

დაელაპარაკეთ დემო ავატარს ან დაგვიტოვეთ ნომერი: თქვენი მასალით აწყობილ სატესტო ავატარს 48 საათში გაჩვენებთ.